კახა ცხადაძემ შოთა არველაძე დაამარცხა

AutoSharing Option
ანთალიაში ჩვენთვის მეტად საინტერესო დაპირისპირება შედგა - კახა ცხადაძის "ინტერი" საკონტროლო მატჩში შოთა არველაძის "ქასიმფაშას" დაუპირისპირდა.

საქართველოს ნაკრების თავკაცის გუნდმა თურქულ კლუბს 3:1 მოუგო. ერთი გოლი თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა მიკელ ალვარომ გაიტანა.

ცხადაძემ ლაშა სალუქვაძე და ალეკო ამისულაშვილი ათამაშა. ბაჩანა ცხადაძე ტრავმირებულია, გიორგი ლომაიას არ უთამაშია.

კახა ცხადაძე: "მაღელვებს ჩემი მოთამაშეების მცირე ტრავმები. ასეთი გამარჯვებები კი ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ.

ჩვენ მრავალსვლიან კომბინაციებზე ვმუშაობთ და ამას წარმატება მოაქვს".

Sportall.Ge
შოთა არველაძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
კოჩაგ ცხადადზეს ეს ვინ დაუმარც ხებია
kacho
16:40 18-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული