გიორგი პაპავა "ნეა სალამინაში" სამედიცინო შემოწმებას გადის

AutoSharing Option
kerkida.net-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" 21 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპავა ამ წუთებში გადის სამედიცინო შემოწმებას და თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, "ნეა სალამინა" მის შეძენას ოფიციალურად გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ამ კლუბში კიდევ ერთი ქართველი ირიცხება - შოთა გრიგალაშვილი.

90lepta.com.cy-ის თქმით, გიორგი პაპავას კარგად იცნობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია. ამასთან, "ნეა სალამინას" კიდევ 4 ფეხბურთელისთვის შეუთავაზებია წინადადება. არიან თუ არა მათ შორის ქართველები, უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმქტებას გისურვებ გიორგი.
gizog
13:46 20-01-2015
0

სიახლეები პოპულარული