გიორგი ფანცულაია დონეცკის "ოლიმპიკის" გადაწყვეტილებას ელის

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, კარგად უნდა დასრულდეს "ზესტაფონის" ყოფილი შემტევის, გიორგი ფანცულაიას სატრანსფერო საგა, ვინც კვლავ უკრაინის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ დონეცკის "ოლიმპიკშია" სინჯებზე და კლუბის გადაწყვეტილებას ელის.

დონეცკელები კიევში მიმდინარე მაკაროვის მემორიალზე წარმატებით თამაშობენ. მათ ჯერ კიევის "დინამოს" დუბლებს მოუგეს (1:0), მერე კი დედაქალაქურ ცსკა-ს სძლიეს - 2:0. "დინამოსთან" ფანცულაიამ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, მეორე შეხვედრაში კი 56-ე წუთზე შეცვალეს.

მესამე მატჩში "ოლიმპიკი" ნოვაია კახოვკის "ენერგიას" დაუპირისპირდა და 2:1 მოუგო.
ფანცულაიამ ამ შეხვედრაში 30 წუთი ითამაშა.

21 წლის გიორგი ფანცულაია ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, მამუკა ფანცულაიას ვაჟია. მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, საკლუბო ასპარეზზე კი, "ზესტაფონის" გარდა, ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებასაც იცავდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული