უნგრული "სპარტაკუსი" ქართველებს აგროვებს: დავით დარციმელიას შემდეგ - ზურაბ არზიანი

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის მეთერთმეტეადგილოსან ნირედიჰაზის "სპარტაკუსში" დავით დარციმელიას შემდეგ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა - 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი ზურაბ არზიანი, ვინც ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, მალხაზ არზიანის ვაჟია.

ზურაბს არაერთი გუნდი გამოუცვლია - "სატურნი", "რუბინი", "ოლიმპი", "ანჟი", "დინამო" (თბილისი), "ვოლგა", "დილა", "გაზოვიკი" და "სახალინი".

უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს, ჩაირიცხება თუ არა "სპარტაკუსში" მესამე ჩვენებური - "ცხინვალის" ყოფილი უნივერსალი გივი იოსელიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული