რომან ჭანტურიამ იტალიის დუბლების პირველობაზე გაიტანა

AutoSharing Option
იტალიის დუბლების პირველობაზე სერია A-ს "ემპოლის" სარეზერვო გუნდმა (პრიმავერა) 6:0 გაანადგურა "აველინო".

ამ შეხვედრაში "ემპოლის" ქართველმა შემტევმა რომან ჭანტურიამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მეორე ტაიმის მე-5 წუთზე გოლი გაიტანა.

რომან ჭანტურია 18 წლისაა, ის საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ "ემპოლის" ძირითად გუნდში ლევან მჭედლიძე თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული