იტალიის დუბლების (პრიმავერა) პირველობაზე "ემპოლის" სარეზერვო გუნდი "კროტონეს" ესტუმრა და 2:2 დაუზავდა. ამ მატჩში კვლავ გოლით გამოიჩინა თავი
რომან ჭანტურიამ. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა, მან 31-ე წუთზე 1:1 გახადა ანგარიში.
აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ჭანტურიას ანგარიშზე უკვე 5 გოლია.
"ემპოლი" C ჯგუფში მე-8 ადგილზეა 21 ქულით. ამ ზონაში "ბარის" (38 ქულა), "რომას" (37) და "ლაციოს" (32) დუბლები არიან დაწინაურებულნი.