გიორგი ჭანტურია, შესაძლოა, "ტოკიოში" გადავიდეს

AutoSharing Option
stiridesport.ro-ს ინფორმაციით, 21 წლის გიორგი ჭანტურიამ საბოლოოდ გადაწყვიტა "კლუჟში" დაბრუნება და რუმინული ჩემპიონატის II ნაწილსაც იქ ითამაშებს. რუმინული საიტის თქმით, ეს დიდი სიურპრიზია.

ჭანტურია რუმინულ გუნდს ხორვატიაში შეუერთდა, სადაც "კლუჟი" სეზონის განახლებისთვის ემზადება და ამხანაგურ ტურნირში ითამაშებს.

რუმინული და იტალიური მედია აქტიურად განიხილავს ჭანტურიას ტრანსფერის "აზიურ ვერსიასაც", რომლის მიხედვითაც, ქართველი ფეხბურთელი, შესაძლოა, "ტოკიოში" აღმოჩნდეს.

ამ იაპონურ კლუბს იტალიელი მასიმო ფიკადენტი წვრთნის, რომელსაც სურს ქართველი ფორვარდის დამატება. ფიკადენტი "ვერონას" ყოფილი ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელია.

"კლუჟის" თავკაცი ტრიკა მოწადინებულია, შეინარჩუნოს ჭანტურია, რომელიც თუ
იაპონიაში არ წავა, "კლუჟის" სასტარტოს ფეხბურთელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებური "ვერონას" საკუთრებაა, იტალიურ გუნდთან ერთად ემზადებოდა სეზონისთვის, მაგრამ "ვერონამ" მისი ყოფილ კლუბ "კლუჟში" განათხოვრება გადაწყვიტა და არაევროკავშირელის ვაკანტური ადგილი ხავიერ სავიოლათი შეავსო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვერ გაუძლებს.არ ეგონოს ქართული ტემპი.იქ თავს აკლავენ ფეხბურთს,რომ რამეს მიაღწიონ.
sdfghjkl;
31 იანვარი 2015 12:14
0
და წვერი რო გაიპარცოს უფრო მაგრად ითამაშებს თუ რა დდ.მისია ის წვერი და უნდა მოუშობს და უნდა გაიპარცავს.
qutaiseli
31 იანვარი 2015 11:56
0
ეს ლამბერსექსუალია, თანამედროვე მოდურ ტენდენციებს აყოლილი, აი კალაძის პონტში:))
Ingram-s
31 იანვარი 2015 02:30
0
ტოკიოშიოოოოო...????? ეს ტოკიო ვითომ კარგი პონტიაო? ანუ რაც უფრო შორს ითამაშებს ჩვენგან შესაბამისად უფრო მაგარი კლუბია თუ რა პონტია???? მოკლედ რაააა..... ვერ გავიგეთ ბატონო ფეხბურთის სპეციალისტებო, მაგალითად ამხანაგო კაკაურიძევ..... აგვიხსენით ამ იმედის მომცემ პერსპექტიულ ფეხბურთელს, ქართველ მესიდ მონათლულ ჭანტურიას თავს რა ხდება?????
გულშემატკივარი
30 იანვარი 2015 23:59
0
ისლამი მიიღო თუ ოქრიაშვილის ცხოვრების წესზე გადავიდა ესეც?
Ingram
30 იანვარი 2015 18:10
0
წადი სახში რას დაბოდიალობ, ეტყობა ეგ ნასვამია ... :D //// მაგრამ მაინც წარმატებები.... გამიხარდება ძალიან..
Vaso
30 იანვარი 2015 18:01
0
ახლა ტოკიო,მომავალ წელს ალბათ მონგოლეთის ,,ულან ბატორი,,.....ამას რუმინეთი როგორ ეკადრება,ხო ხედავთ რუმინეთში მაგის შემკავებელი მცველი არ არსებობს.შევარცხვინე ის ნაკრები სადაც ეგი და ოქრიაშვილი ყველაზე მაგრები იქნებიან.
bindi
30 იანვარი 2015 17:47
0
ჭანტურიას ფეხბურთის თამაში კი არა წვერის გაპარსვაც ეზარება...
status quo
30 იანვარი 2015 17:47
0
ეჰ...
Raul
30 იანვარი 2015 17:33
0
ვერაფერი გავიგე თვითონ ამბობს ვერონასთან ხელი არაფერზე მომიწერია,და თავისი აგენტი ამბობს ვერონასთან ხელშეკრულება აკავშირებსო,რომელიღაცა აშკარად იტყუება.
gio
30 იანვარი 2015 16:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული