რომან ჭანტურიამ "ემპოლის" დუბლებში ზედიზედ მესამედ გაიტანა

AutoSharing Option
იტალიური "ემპოლის" ახალგაზრდული გუნდის შემტევი ნახევარმცველი რომან ჭანტურია შესანიშნავ ფორმაშია - მან "ემპოლის" დუბლების ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.

18 წლის ფეხბურთელმა "ლატინასთან" 2:0 მოგებულ მატჩში სასტარტოში ითამაშა (მე-2 ტაიმში შეცვალეს) და მე-19 წუთზე გუნდის მეორე გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ მან მანამდე "აველინოს" 6:0 განადგურებაში შეიტანა თავისი წვლილი, შემდეგ კი "კროტონესთან" 2:2 დასრულებულ შეხვედრაში გაიტანა გოლი.

ახლა რომან ჭანტურიას ანგარიშზე დუბლების პირველობაზე 6 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დვალიშვილი სადაც თამაშობს სერია(ა)-ს დუბლები მაგას ყოველთვის აჯობებს, თუმცა 18 წლის ფეხბურთელი ნაკრებში ცოდოა მერე გაფუჭდება.
0
დუბლებშია დუბლებში!
nodari's
01:59 03-02-2015
0

სიახლეები პოპულარული