ლეგიონი: თორნიკე ოქრიაშვილის ფრე და გიორგი ჭანტურიას გოლი

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილისა და ლუკა ზარანდიას "გენკმა" ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ოსტენდე" მიიღო. მატჩი 1:1 დასრულდა.

ოქრიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში 77 წუთი ითამაშა, ზარანდია კი სათადარიგო იყო.

"გენკს" 24 ტურის შემდეგ 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.

* * *
ჯერაც "კლუჟშია" გიორგი ჭანტურია. რუმინულმა კლუბმა ამხანაგურ შეხვედრაში ხორვატული "ნოვიგრადი" გაანადგურა - 4:1. ამ შეხვედრაში პირველი გოლი ჭანტურიამ გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული