გიორგი ჯგერენაია კიევის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ისინჯება

AutoSharing Option
ახალგაზრდა მცველი გიორგი ჯგერენაია კიევის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ისინჯება. ამის თაობაზე ინფორმაციას უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ჯერაც "გაგრის" მცველმა მონაწილეობა მიიღო "ჩაიკას" წინააღმდეგ გამართულ საკონტროლო შეხვედრაში (1:1). გიორგიმ 67 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც შეცვალეს.

ჯგერენაიას უკვე აქვს უკრაინაში თამაშის გამოცდილება. ის ცოტა ხნის წინათ ზაპოროჟიეს "მეტალურგში" ისინჯებოდა, მანამდე კი "ილიჩევეცისა" და "მიკოლაევის" ღირსებას იცავდა.

21 წლის ფეხბურთელს უთამაშია საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთებით, კონა აბაზად სავსეა საქართველოს გუნდები
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული