თავისი მაინც გაიტანა... გია გრიგალავამ "ანჟისთან" კონტრაქტი გაწყვიტა

AutoSharing Option
მახაჭყალის "ანჟის" რაც სურდა, მაინც გააკეთა - ქართველ ლეგიონერ გია გრიგალავასთან კონტრაქტი გაწყვიტა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ეს ყველაფერი ორმხრივი შეთანხმების შედეგად მოხდა, ქართველ ლეგიონერს კი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერებისთვის მადლობა გადაუხადეს და შემდგომში წარმატებები უსურვეს.

საინტერესოა, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა დაღესტნელებმა 24 წლის ფეხბურთელის ინტერესებით ახსნეს.

"კლუბი გაგებით მოეკიდა იმ არცთუ იოლ მდგომარეობას, რომელშიც ბოლო დროს გია გრიგალავა აღმოჩნდა. მე, როგორც "ანჟის" ხელმძღვანელს, ადამიანურად მესმის, რომ მის მიერ მედიაში გავრცელებული განცხადებები ემოციურ ფონზეა გაკეთებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ერთმანეთს დავშორდით როგორც პროფესიონალები და
ყოველთვის მზად ვიქნებით, გიას რეპუტაციის დაცვაში დავეხმაროთ", - ამბობს "ანჟის" გენერალური დირექტორი სერგეი კორაბლიოვი.

ბოლო დროს მომხდარის ფონზე, ეს ყველაფერი ცინიკურად ჟღერდა, რადგან გრიგალავას მიმართ აგორებული "ნარკოლოგიური სკანდალისა" და შავი "პიარის" ინიციატორები თავად კლუბი და პირადად კორაბლიოვი იყვნენ. მიზეზი კი ცნობილია - "ანჟის" ძვირად ღირებული ფეხბურთელის გაჩერება აღარ სურდა.

იხილეთ: "სხვაგვარად ნარკოტიკი ორგანიზმში ვერ მოხვდებოდა, "ანჟის" თავს არ დავაჩაგვრინებ!"

უცნობი ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების მცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად ნარკოტესტის შემდეგ კლუბმა საქმეში რუსული პოლიცია კიდევ ერთხელ ჩართო. 9 თებერვალს კი ფეხბურთელთან საგანგებო მოლაპარაკებაც გამართეს.

ბოლო ინფორმაციით, გრიგალავას პერმის "ამკარში" იწვევენ, რომლის მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა მას გადასვლა ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში შესთავაზა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული