"ჩემპიონატის" მტკიცებით, "ამკარი" ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც ქართველი მცველის დამატება სურს - მისით პრემიერლიგის კიდევ ერთი კლუბია დაინტერესებული, რომელიც არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირაა, გრიგალავას ირგვლივ სკანდალია აგორებული, მას ნარკოტიკების გამოყენება ბრალდებოდა. საბოლოოდ, გრიგალავას კლუბი "ანჟი" და ქართველი ფეხბურთელი შეთანხმდნენ და ხელშეკრულება ორმხრივად გაწყვიტეს.