ბოლოს ორი კანდიდატის საქმე განიხილებოდა: საქართველოს ნაკრების ექსთავკაცი თემურ ქეცბაიასი და ურუგვაელი სერხიო მარკარიანის.
ბერძნული ფეხბურთის მამებმა საბერძნეთის ნაკრების ახალ თავკაცად სერხიო მარკარიანი დაასახელეს.
სერხიო მარკარიანი 400 ათას ევროს მიიღებს და დიდ ბონუსს, თუკი საბერძნეთის ნაკრები ევრო 2016-ზე გავა.
მიმომხილველთა თქმით, ქეცბაიას უპირატესობა ახალგაზრდული ასაკი იყო, თუმცა საბჭოს წევრების უმრავლესობამ ფარულ კენჭისყრაში ხმა 70 წლის მარკარიანს მისცა.