თემურ ქეცბაიამ ფინალი წააგო - საბერძნეთს ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
12 თებერვალს ათენში საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის მთავარი საკითხიც კლაუდიო რანიერის შემცვლელის დასახელება იყო.

ბოლოს ორი კანდიდატის საქმე განიხილებოდა: საქართველოს ნაკრების ექსთავკაცი თემურ ქეცბაიასი და ურუგვაელი სერხიო მარკარიანის.

ბერძნული ფეხბურთის მამებმა საბერძნეთის ნაკრების ახალ თავკაცად სერხიო მარკარიანი დაასახელეს.

სერხიო მარკარიანი 400 ათას ევროს მიიღებს და დიდ ბონუსს, თუკი საბერძნეთის ნაკრები ევრო 2016-ზე გავა.

მიმომხილველთა თქმით, ქეცბაიას უპირატესობა ახალგაზრდული ასაკი იყო, თუმცა საბჭოს წევრების უმრავლესობამ ფარულ კენჭისყრაში ხმა 70 წლის მარკარიანს მისცა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს რა ხელფასია? ქეცბაია აქ ხელფასის სახით რამხელა თანხას იღებდა და კიდევ ცხვირს არ უსწორებდა არავის. იქ 2 ჯერ ნაკლებს იღებენ და კიდევ გუნდი ევროპაზე უნდა გაიყვანოს. მდაააა. საქართველოში მრწვთნელს უნდა ჰქონდეს ხელფასი 5000 ლარი თვეში მაქსიმუმ, გამომდინარე იქედან რა დღეშიც არის ჩვენი ფეხბურთი და რა დონის ფეხბურთსაც თამაშობენ ქართველები დღეს!
თენგიზ მესხიძე
13 თებერვალი 2015 13:38
0
ქეცბაია დამარცხების ფორმულაა, ეს თარსი კაცი შავი კატასავით გარანტირებული წარუმატებლობისა და უიღბლობის მომტანია და მაინცდამაინც კუდიანივით კოცონზე უნდა დაწვან, ისე თავს არავის ანებებს, რა "მიორტვაია ხვატკა" აქვს?
ინკვიზიტორი
13 თებერვალი 2015 13:33
0
თქვენ თუ დააკვირდით ხელფასს 400 ევროს უხდიან ამ ახალ მწვრთნელს. ქეცბაია საქართველოში თვეში იღებდა 220 000 ლარს ანუ 100 000 ევროს ანუ წელიწადში 1200 000. ეს იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთში 3 ჯერ ნაკლებს გადაუხდიდნენ!!!
Giorgi
13 თებერვალი 2015 11:49
0
იმიტომ რომ ამისი ადგილი არის ალბანეთის "ფლამურტარში" (გელაშვილთან).
zviad
13 თებერვალი 2015 00:18
0
ნეტავ რომელ ჭკუათმყოფელს ეგონა,რომ მაგ ენაჩლუნგს საბერძნეთის ნაკრებს ჩააბარებდნენ...???
zaza
12 თებერვალი 2015 22:32
0
ეჰ ქეცბაია თავის ადგილს იპოვის რომელიმე გუნდში,მაგრამ ჩვენ რა გვეშველება ჩვეეეეეენ?!
ზურა
12 თებერვალი 2015 18:30
0
გადარჩა საბერძნეთის ნაკრები. მივულოცოთ ბერძნებს.
kaxi
12 თებერვალი 2015 18:28
0
მარკარიანია თუ მარქარიანი?
?
12 თებერვალი 2015 17:44
0
რატომ უნდა გაგვხარებოდა ქართველებს თემურის არდანიშვნა? თუნდაც იმათ, ვინც უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით ჩვენს ნაკრებში(ჩემი ჩათვლით :)). გაიგე, რომ ამაში პიროვნული არაფერი ყოფილა და მისი, ისევე როგორც ყველა ქართველი სპეციალისთის წარმატებები ყველა ნაღდ ქართველს გაუხარდება.
zura1504
12 თებერვალი 2015 17:38
0
რომ იცოდეს ქართველმა გულშემატკივარმა აეკისთვის ამზადებენ ტემოს.ოლიმპიაკოსის შემდეგ იცოდა რომ ნაკლები შანსიქონდა .მარქარიანიც აცმევს ჩემი სიტყვა დაიჯერეტ საბერძნეტის ნაკრები როგორც ჩვენი თაობის ცვალებადობის კრიზიშია ასემ რომ ვერუსჰველის ვერავინთავის ციკლი უნდა მოიაროს.ასევეა ჩვენი ნაკრებიც
jojo
12 თებერვალი 2015 16:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული