"პროფესიონალიზმით მხოლოდ ძამბროტა, ნედვედი და გრიგალავა თუ შემედრებიან"

AutoSharing Option
ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივრებმა, შესაძლოა, არც იცოდნენ, ვინ არის ალექსეი საპოგოვი, რომლის გვარმაც ბოლო დღეებში გია გრიგალავასთან დაკავშირებით გაიჟღერა.

საპოგოვი 26 წლის ფორვარდია. ის "ვოლგაში" გია გრიგალავას თანაგუნდელი იყო, შარშან კი ლატვიურ "იურმალაში" თამაშობდა.

თვითკრიტიკულიაო, ვერ ვიტყვით, რადგან აცხადებს, რომ კარიერის გაგრძელება... ტურინის "იუვენტუსში" სურს.

როდესაც ნარკოტიკებთან დაკავშირებით გია გრიგალავას გარშემო სკანდალი ატყდა, ერთ-ერთმა პირველმა საპოგოვმა აიმაღლა ხმა და განაცხადა:

"ეს არის მორიგი ბინძური საქციელი "ანჟისგან". მათ სურთ, ამით ზეწოლა მოახდინონ ფეხბურთელზე, ვისაც საკუთარი უფლებების დაცვა სურს.

ერთი წელი მის გვერდით
ვვარჯიშობდი და მინდა ვთქვა, რომ ასეთი პროფესიონალი ცხოვრებაში არ მინახავს.

ის დაბადების დღეებზეც კი არ აძლევდა თავს ზედმეტის საშუალებას. ვეუბნებოდი კიდეც, შენ ხომ ქართველი ხარ, ღვინოს რატომ არ სვამ? ის კი მპასუხობდა, მე პროფესიონალი ვარო".

რამდენიმე დღის შემდეგ გია გრიგალავამ განაცხადა, რომ საპოგოვს დიდი მომავალი აქვს:

"ეჭვიც არავის შეეპაროს, რომ ის რუსული პრემიერლიგის დონეს შეეფერება. ერთ წელიწადში მან მეტი გაიტანა, ვიდრე სხვებმა 3-4 სეზონში.

ვიცი, რომ მისი ოცნება "იუვენტუსია". ჩემი აზრით, იტალიის საშუალო გუნდებში საპოგოვი მართლა გაქაჩავს".

12 თებერვალს საპოგოვმა "ჩემპიონატთან" მორიგ კომენტარში ისევ ახსენა გია გრიგალავა:

"პროფესიონალიზმით მე შეიძლება მხოლოდ სამი ფეხბურთელი შემედაროს: ჯანლუკა ძამბროტა, პაველ ნედვედი და არანორმალური გრიგალავა, რომელიც არდადეგებზეც კი ვარჯიშობს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესე იგი, მარტო ვარჯიში ვერ გიშველის, რომ მაღალი დონის ფეხბურთელი გახდე :)))
zura1504
17:37 12-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული