ჩეხი "მოცარტი", რომელმაც "ბებერ ქალბატონს" ზინედინ ზიდანი დაავიწყა - პაველ ნედვედის ისტორია

AutoSharing Option
იტალიურ ფეხბურთს მრავალწლიანი ისტორია აქვს, სერია A-ში უთამაშიათ ისეთ დიდ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან რობერტო ბაჯო, ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო დელ პიერო და პაოლო მალდინი, თუმცა ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება...

დღეს მინდა გესაუბროთ ოქროსფერთმიან ბიჭუნაზე, რომელმაც ტურინის "იუვენტუსში" თვით ზინედინ ზიდანი შეცვალა.

ნედვედი "ბებერ ქალბატონს" ევრო 96-ის შემდეგ შეუერთდა, ჩეხმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიის ნაკრებს გაუტანა და საფეხბურთო სკაუტების ყურადღება მაშინვე მიიპყრო.


Sportall.Ge

პაველი რომის "ლაციოს" შეუერთდა, სადაც ბრწყინვალე სეზონები ჩაატარა, თუმცა "ბიანკოჩელესტიში" გატარებული 5 წლის შემდეგ, დადგა ახალი გამოწვევისა და
დიადი მისიის შესრულების დრო.

Sportall.Ge


"ჩვენ ის ყოველთვის გვიტანს. მას ვიყიდით და ამით პრობლემას გადავჭრით" - განაცხადა "იუვენტუსის" იმდროინდელმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ და ნედვედი 41 მილიონის სანაცვლოდ ტურინელებს შეუერთდა.

"იუვე" იმ პერიოდში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა, თუმცა წარმატებას ხშირად ბოლო მომენტში ხელიდან უშვებდნენ, ამაში ნედვედიც დიდ როლს ასრულებდა და მომავალი გუნდი არაერთხელ დაამწუხრა. თუ "შავ-თეთრებისთვის" ტიტული ახლოს მაინც ჩანდა, 2001 წელს ჰორიზონტიდანაც გაქრა, როდესაც ზინედინ ზიდანი სარეკორდო თანხად მადრიდის "რეალში" გადაბარგდა.

ხანდახან "იუვენტუსის" თამაშების ყურება გრაფიკული რომანის კითხვას ჰგავდა, ნოველის მთავარი გმირი ალესანდრო დელ პიერო იყო, თუმცა ტურინში გამოჩნდა ჩეხი ბიჭუნა, რომელიც გარეგნულადაც გამორჩეული იყო და განსხვავებას მოედანზეც ქმნიდა.

პაველმა სადებიუტო სეზონში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, თუმცა დუბლი შეასრულა "ვერონასა" და ბოლო ტურში "პიაჩენცას" წინააღმდეგ, რითაც "ბებერ ქალბატონს" ნანატრი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. ჩეხმა ამ მატჩის შემდეგ "იუვეს" ფანების გულში ადგილი საბოლოოდ დაიკავა,
ელეგანტური ბურთის ტარება, წარმოუდგენელი სიძლიერის დარტყმა, გამოზომილი გადაცემები - ეს ის თვისებებია, რომლებიც ნედვედს, საფეხბურთო ექსპერტების აზრით, ზინედინ ზიდანის სრულყოფილ შემცვლელად აქცევდა.

Sportall.Ge

2003 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთს "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ, პირველი შეხვედრა "ბლანკოსის" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა, თუმცა ტურინში ოქროსფერთმიანმა "მოცარტმა" გალაქტიკოსის მიზნები თავდაყირა დააყენა და 73-ე წუთზე მისი გოლით "შავ-თეთრები" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გაიყვანა, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე უიღბლო ადამიანად აქცია. შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე 8 წუთით ადრე ნედვედმა ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება მოუხდა. მის გარეშე კი "იუვენტუსი" "მილანის" წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.

ნედვედმა საკუთარი კლუბის მიმართ ერთგულება მრავალჯერ გამოხატა. "ნამდვილი ჯენტლმენი არასდროს ტოვებს თავის ქალბატონს" - ალესანდრო დელ პიეროს ეს ცნობილი ფრაზა ჩეხ ნახევარმცველსაც ეძღვნება, რადგან ყველაზე რთულ პერიოდში "იუვეს" გვერდით დაუდგა და "ოქროს ბურთის" მფლობელმა ფეხბურთელმა სერია B-ში თამაში არ იუკადრისა.

დღეს პაველი "იუვენტუსში" ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს და კლუბის საქმეებს უძღვება. მართალია, "შავ თეთრების" მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, თუმცა ნედვედი რთული სიტუაციიდან გამოსავალს აუცილებლად იპოვის, მან ხომ თვით ფრანგი ლეგენდა შეცვალა...

Sportall.Ge

მომზადებულია planetfootball.com-ის მიხედვით

altელეგანტური მხატვარი ზოლებიან მაისურში - ზინედინ ზიდანი


მკითხველის კომენტარები / 4 /
Kargi statiaa,magram nedvedi wavida juvedan erti tvis win ;)
L.J .
15:09 01-01-2023
0
კარგია ავტორო, თუმცა ვისურვებდო რომ უფრო ვრცელი და მოცულობითი იყოს ინფრომაცია რომელსაც ინებებთ რომ მოგვაწოდოთ იმ დიად ფეხბურთელებზე რომელთა შორისაც ნამდვილად იყო პაველ ნედვედი, ჩვენ გავიხსენებთ, ახალგაზრდები კი კი გაიცნობენ მათ.
ნერაძური
11:35 21-10-2022
0

სიახლეები პოპულარული