სხვათა შორის, რუსულ "სპორტ-ექსპრესში" პერმის "ამკარის" დამრიგებელმა, გრიგალავას ყოფილმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა თქვა, რომ ქართველისთვის ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება არასოდეს შეუნიშნავს და იქვე დასძინა, რომ იანვარში მას "ამკარში" გადასვლაც შესთავაზა.
როგორც შევიტყვეთ, "ანჟისთან" კონტრაქტის გაწყვეტის დღესვე გრიგალავა როსტოვში იმყოფებოდა, სადაც იქაური კლუბის (რომელიც ამჟამად რუსული პრემიერლიგის აუტსაიდერია) შემოთავაზება განიხილა.
"როსტოვის" მთავარი მწვრთნელი ყურბან ბერდიევი მას ჯერ კიდევ ყაზანის "რუბინში" მუშაობის დროს იწვევდა.
ჩვენებურს
ფაქტია, რომ ახლა გრიგალავას ისეთ მწვრთნელთან მუშაობა სჭირდება, ვინც სტრესული მდგომარეობიდან გამოიყვანს და კონდიციების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენაში დაეხმარება.
ამ შეთავაზებებიდან მარტივი დასკვნის გამოტანა შეიძლება: გრიგალავა მართლა ნარკოტიკების მომხმარებელი რომ ყოფილიყო, მისით პრემიერლიგის ორი გუნდი არ დაინტერესდებოდა. ხომ ლოგიკურია?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"