გიორგი ფოფხაძე მინსკის "დინამოს" თურქულ შეკრებაზე გაჰყვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი გიორგი ფოფხაძე მინსკის "დინამოს" თურქულ შეკრებაზე ახლავს. ამის შესახებ ბელორუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

საინტერესოა, რომ ეს მინსკელთა მეორე თურქული შეკრებაა. ამ გუნდს თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი დუშან უჰრინი-უმცროსი წვრთნის.

უნდა ვივარაუდოთ, რომ მინსკის "დინამო" 28 წლის მარცხენა მცველთან კონტრაქტს ახლო მომავალში გააფორმებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული