თავგატეხილი ბუბა დაუშვილი "კარპატის" ბულგარელებთან მატჩში დაუბრუნდა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის განახლებისთვის თურქეთში ემზადება ლვოვის "კარპატი", სადაც ბუბა დაუშვილი ასპარეზობს.

16 თებერვალს გუნდმა ბულგარულ "ბანსკოსთან" ამხანაგური მატჩი ითამაშა და 0:0 დაასრულა. ბუბა დაუშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. დღეს გუნდი მეორე ტესტ-მატჩსაც გამართავს, თუმცა სულ სხვა შემადგენლობით.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე, თურქულ შეკრებაზე ბუბამ თავი გაიტეხა, თანაგუნდელ მიხაილ სერგიჩუკთან საჰაერო დუელისას. მას ძლივს შეუჩერეს სისხლი. თუმცა ქართველი ნახევარმცველი მალევე ჩადგა მწყობრში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული