უზბეკეთის ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა თურქულ შეკრებაზე მყოფმა ტაშკენტის "ფახთაქორმა", რომლის კაპიტანიც ქართველი ნახევარმცველი კახა მახარაძეა.
ბოლო საკონტროლო თამაშში უზბეკურმა გუნდმა 3:0 გაანადგურა უკრაინული "ზორია", რომლის ღირსებასაც ჯაბა ლიპარტია იცავს. "ზორიას" რიგებში ლიპარტიამ 70-ე წუთიდან ითამაშა.
ანგარიში მე-11 წუთზე კახა მახარაძემ გახსნა, რომელმაც სხვათა შორის, თურქულ შეკრებაზე ყაზანის "რუბინსაც" გაუტანა და ქუთაისის "ტორპედოსაც".
დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცი კახა ცხადაძე 27 წლის მახარაძეს მალტასთან ამხანაგურ მატჩში გამოცდის.