უკრაინული მედიის პროგნოზით, დნეპროპეტროვსკელთა სასტარტო შემადგენლობაში ჯაბა კანკავა ითამაშებს.
"დნიპრო" 4-2-3-1 ტაქტიკით ითამაშებს, ჯაბა კი ფედორჩუკთან ერთად, საყრდენი ნახევარმცველების ტანდემს ჩამოაყალიბებს.
შეგახსენებთ, რომ ჯაბა ახლახან გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში.