ჯაბა კანკავა "ოლიმპიაკოსთან" მატჩისთვის "დნიპროს" სასტარტოში მოიაზრება

AutoSharing Option
19 თებერვალს ევროპალიგის პირველ მეთექვსმეტედფინალურ მატჩში "დნიპრო" კიევში მასპინძლობს ბერძნულ "ოლიმპიაკოსს".

უკრაინული მედიის პროგნოზით, დნეპროპეტროვსკელთა სასტარტო შემადგენლობაში ჯაბა კანკავა ითამაშებს.

"დნიპრო" 4-2-3-1 ტაქტიკით ითამაშებს, ჯაბა კი ფედორჩუკთან ერთად, საყრდენი ნახევარმცველების ტანდემს ჩამოაყალიბებს.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა ახლახან გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული