ბერძნულ აეკ-ს გიორგი ლორია სურს, ლორიას - მეტი ხელფასი

AutoSharing Option
ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე ოდინდელ გრანდს, ათენის აეკ-ს საქართველოს ნაკრებისა და კრეტას ოფი-ს მეკარე გიორგი ლორიას გადაბირება სურს.

შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აეკ-ი, ფაქტობრივად, დაბრუნებულია საბერძნეთის სუპერლიგაში და ცხადია, მომავალი სეზონისთვის გაძლიერება სურს.

ბერძნული კლუბის წარმომადგენლები ლორიას უკვე დაუკავშირდნენ, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ უფრო მეტი ხელფასის გადახდა მოუწევთ, ვიდრე მეკარეს ოფი-ში აქვს.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ლორია კრეტულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფული კაია მაგრამ ჯერ გადადი შე კაცო უკეტესი გუნდია. ხელფასი ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანი უნდა იყოს
chiko
15:57 20-02-2015
0
Kai raaaaa radros fuliaa
ooooo
22:51 20-02-2015
0

სიახლეები პოპულარული