სანდრო კობახიძემ ლუცკის "ვოლინს" საკონტროლო მატჩი მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტოზე: უტევს სანდრო კობახიძე
19 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მყოფმა ლუცკის "ვოლინმა" საკონტროლო მატჩი ითამაშა ბელორუსულ "ტორპედო-ბელაზთან" და 1:0 იმარჯვა.

გამარჯვების გოლი პირველივე ტაიმში სანდრო კობახიძის ანგარიშზეა, რომელმაც საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან გაიტანა.

"ვოლინი" თურქულ შეკრებაზე უკანასკნელ სპარინგს 21 თებერვალს გამართავს, სომხურ "ბანანცს" შეხვდება და უკრაინაში დაბრუნდება.

უკრაინის პრემიერლიგაში კობახიძის გუნდი 13 თამაშიდან 20 ქულით მე-6 ადგილზეა. "ვოლინი" ჩემპიონატს 1-ელ მარტს განაახლებს, როცა "დნიპროს" ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ კობახიძე "დნიპროს" ფეხბურთელია და "ვოლინში" იჯარით თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული