ლორიასა და მერებაშვილის აგენტი: დაველოდებით საქართველოს ნაკრების თამაშებს

AutoSharing Option
გიორგი მერებაშვილის აგენტმა ჯანლუკა მარინიმ gazzetta.gr-ს განუცხადა, რომ ბერძნულ წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ოფი-ს ქართველი ლეგიონერით "ატრომიტოსია" დაინტერესებული, სიმართლეს არ შეეფერება.

"ბოლო დღეებში 2-3 კლუბის წარმომადგენელს ვესაუბრე მერებაშვილის სავარაუდო ტრანსფერზე, მაგრამ მათ შორის "ატრომიტოსი" არ არის. ეს კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ არავინ დაგვკონტაქტებია.

ლორიასა და მერებაშვილის შემთხვევაში, ჩვენ დაველოდებით საქართველოს ნაკრების თამაშებს და მხოლოდ ამის მერე განვიხილავთ წინადადებებს.

ვიცი, რომ ამ ფეხბურთელს საბერძნეთსა და კვიპროსში ბევრი "ასაღებს", მაგრამ მე ვარ მათი ოფიციალური მენეჯერი და მხოლოდ მე მაქვს მათი სახელით ლაპარაკის
უფლება", - განაცხადა მარინიმ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბუნდეს ლიგა კაია მაგრამ დამსახურება უნდა.წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს
Bacho
21:03 24-02-2015
0
ტამოდით გერმანიაში სათამაშოტ,აქაური ქარტველობა კველა თქვენი გულშემატკივარი გავხდებით.აგარავინაა ბუნდესლიგაში ქარველი
emigranti
20:17 24-02-2015
0

სიახლეები პოპულარული