გამოცემა აღნიშნავს, რომ მან, როგორც იქნა, მოაგვარა სამშობლოსთან ნოსტალგიის პრობლემა, მაგრამ გასულ კვირაში გრიპის ვირუსმა შემოუტია. მიუხედავად ამისა, თორნიკემ "ანდერლეხტთან" თამაში შეძლო.
ახლა თორნიკეს ახალი პრობლემა აქვს - მუხლის ტრავმა, რის გამოც მან ოთხშაბათს ვერ ივარჯიშა "გენკთან" ერთად.
ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ოქრიაშვილი "ლიერსთან" საგარეო მატჩში 28 თებერვალს.
"გენკი" 43 ქულით მე-7 ადგილზეა. საჩემპიონო რაუნდში ბრძოლას 6 გუნდი აგრძელებს.