თემურ ქეცბაია საბერძნეთის ტელევიზიაში აეკ-ოლიმპიაკოსის მატჩზე მიიწვიეს

AutoSharing Option
11 მარტს, საბერძნეთის თასის მატჩში ათენის აეკ-ი "ოლიმპიაკოსს" მასპინძლობს. ამ შეხვედრამ ქვეყანაში დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ერთ დროს გრანდი აეკ დაბალ დივიზიონში თამაშობს და ჩემპიონატში "ოლიმპიაკოსთან" და "პანათინაიკოსთან" ბრძოლა არ უწევს.

ამ შეხვედრას პირდაპირ ეთერში OTETV გადასცემს. ტელევიზიაში ექსპერტად მიწვეულია საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია.

"ქეცბაიას ნამდვილად შეუძლია, ბევრი საინტერესო თქვას, რადგან ის აეკ-ის ყოფილი ფეხბურთელი (1994-97 წწ.) იყო და "ოლიმპიაკოსის" ყოფილი თავკაცი (2009-10 წწ.)", - წერს 24sports.com.cy.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული