ჯაბა მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა გრიცაის ნაცვლად. მატჩის შემდეგ 27 წლის ფეხბურთელი, ვისთვისაც ეს სეზონში მეორე გოლი იყო, Football.ua-ს ესაუბრა:
- ჯაბა თავს მატჩის გმირად მიიჩნევთ?
- არა, მატჩის გმირი ხმამაღლა ნათქვამია. ფეხბურთს 11 კი არა, განაცხადში მყოფი 18-ვე ადამიანი თამაშობს. სათადარიგოთა სკამზე მსხდომები მზად უნდა იყვნენ ნებისმიერ მომენტში ბრძოლაში ჩასართავად და გუნდის დასახმარებლად. მეც ეს გავაკეთე.
- ასე გამოვიდა. ლიუბენოვიჩმა კარგად ჩამოაწოდა შორეულ ძელთან, ტოტოვიცკიმ დამიგორა ბურთი და მეც სხვა ვარიანტი არ მქონდა, კარში დავარტყი და გავიტანე.
- ეს თქვენი დავალება იყო მოედანზე გამოსვლისას?
- დიახ. გამოსვლის წინ მწვრთნელმა მითხრა, რომ გოლის გატანა მეცადა. დავალება შევასრულე და რაც მთავარია, სამი ქულა მოვიპოვეთ.
ჯაბა ლიპარტია 2011 წლის მარტში გადავიდა "ვიტ ჯორჯიიდან" "ზორიაში" და 4 წლის განმავლობაში უკრაინის პრემიერლიგაში 89 მატჩში 7 გოლი გაიტანა.