"ზორიას" ქართველმა ნახევარმცველმა ჯერ "ილიჩევეცს" გაუტანა, მერე კი, გასული ტურის შეხვედრაში, ოდესის "ჩერნომორეცი" დაამწუხრა და სწორედ მისი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო "ზორიამ".
უკრაინელმა ჟურნალისტებმა ლიპარტიას კარგი თამაშის თაობაზე "ზორიას" მთავარ მწვრთნელ იური ვერნიდუბს ჰკითხეს:
- ზედიზედ მეორე მატჩია, ჯაბა ლიპარტიას გააქვს და გუნდის "ჯოკერად" გვევლინება. ელოდით მის თამაშში ასეთ პროგრესს?
- "ილიჩევეცთან" შეხვედრაში ის სასტარტო შემადგენლობაში დავაყენეთ, სრული მატჩი ჩაატარა და მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
რაც შეეხება "ჩერნომორეცთან" მატჩს, დაგვჭირდა შეტევის
"ზორიაში" ნამდვილი პროფესიონალები თამაშობენ. ყველა მათგანს უნდა, რომ ძირითად შემადგენლობაში იყოს და გუნდს სარგებლობა მოუტანოს, მაგრამ სასტარტოში მხოლოდ 11 კაცი ხვდება. ამიტომ ჩვენთვის არ არსებობს ფეხბურთელების დაყოფა ძირითადის მოთამაშეებად და სათადარიგოებად.
ახლა თავად ლიპარტიას მოვუსმინოთ:
"ჩერნომორეცთან" ჩემ მიერ გატანილი გოლი დამუშავებული კომბინაციის შედეგი იყო, რაც სამსვლიან შეტევას მოჰყვა. ბოლოს ტოტოვიცკიმ დამიგორა ბურთი და მეც, გატანის გარდა, აღარაფერი დამრჩენოდა.
ყველაფერს ვაკეთებ საიმისოდ, რომ "ზორიას" სარგებლობა მოვუტანო. ჩემთვის მთავარი გუნდის წარმატებაა და კიდევ ის, რომ მუდამ მაქსიმუმი მოვთხოვო საკუთარ თავს, ფორმაში ვიყო.
უკრაინაში ახლა რა მდგომარეობაცაა, ყველამ იცის. ამის მიუხედავად, ბოლომდე ვართ კონცენტრირებულები საკუთარ საქმეზე. "ზორია" ამბიციური კლუბია და თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძვის", - თქვა ლიპარტიამ, ვინც, თუ ასე გააგრძელა, უდავოდ საინტერესო ფეხბურთელი იქნება საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელისთვის, კახა ცხადაძისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"