რუსეთი ჩლუნგთა ბრბოა, მათი პრეზიდენტი კი დამნაშავე - უკრაინელი მწვრთნელები ბიომასაზე

AutoSharing Option
რუსი ოკუპანტების მიმართ თავიანთი დამოკიდებულება "შერიფის" მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა და "დნიპრო 1"-ის თავკაცმა დმიტრი მიხაილენკომ გამოხატეს.

იური ვერნიდუბი: "შეიარაღებულ ძალებში ვიმყოფები, რაც საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებ. საკმაოდ მძიმე სამუშაო მაქვს. დილიდან საღამომდე დაკავებული ვარ. ჩვენი ამოცანაა - დავეხმაროთ მებრძოლებს რუსებისთვის "საჩუქრების" გაგზავნაში. არც ველოდი, თუ ასეთი სასარგებლო ვიქნებოდი. ვინმეს რომ ომის დაწყების შესახებ ეთქვა, ავადმყოფად მივიჩნევდი, თუმცა დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ რუსები საერთოდ არ არიან ადამიანები. ეს ნამდვილი ბიომასაა.

უფრო, ალბათ, რაღაცას ეწევიან
ან ძლიერად მოქმედ პრეპარატებს იღებენ. როდესაც მათ უყურებ ან უსმენ, ძნელია გაუგო: ავადმყოფები არიან თუ ზომბირებულები. ძნელია ცხოველები უწოდო, რადგან ცხოველებს აქვთ გული და სული, ეს კი უბრალოდ უსულო ბრბოა".

დმიტრი მიხაილენკო: "რაც უკრაინაში ხდება, ომი და სიმხეცეა. ვთვლი, რომ  ამ დანაშაულში ყველა რუსია პასუხისმგებელი. ქვეყანა, სადაც ხალხი ჩლუნგ და მშიშარა მასად გადაიქცა, სადაც ტელევიზორიდან თავხედურად იტყუებიან, სადაც პრეზიდენტი დამნაშავეა - მათ ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო და საცოდავი ადგილი მიეკუთვნებათ და არავითარი გამართლება არ აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
აგაშენოს ღმერთმა,ასეთი სიმართლის გაგონება მინდა რა ხანია.მეგონა,მარტომ მე ვფიქრობდი ასე.
status quo
16:20 14-04-2022
0
სავსებით ვეთანხმები.
ლუკა
11:16 14-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული