სეზონის დასრულების შემდეგ ბუქარესტის "სტიაუა" საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევის, გიორგი ჭანტურიას გადაბირებას ეცდებაო, - ამის თაობაზე რუმინული მედია წერს.
ამჟამად ჭანტურია "კლუჟში" თამაშობს და, წესით, ზაფხულში უნდა დაუბრუნდეს "ვერონას", სადაც 4-წლიანი კონტრაქტი ელოდება. ყოველ შემთხვევაში, ასე უთხრა "ლელოს" თავად ჭანტურიამ ამასწინანდელ ინტერვიუში (იხილეთ ვრცლად).
აქვე, ჭანტურიას კომენტარიც:
"დიახ, დამიკავშირდნენ "სტიაუას" ხელმძღვანელები და მითხრეს, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოგვიწევს თამაში და ძალიან გვჭირდებიო. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ", - გვითხრა გუშინ ჭანტურიამ, რომელსაც რუმინეთში შევეხმიანეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
12:10 19-03-2015
გიორგი ჭანტურია: დიახ, "სტიაუას" ხელმძღვანელები დამიკავშირდნენ
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ტოლკო მი გრუზინი მოჟემ კამნი კუშატ.