გია გრიგალავას ბუნდესლიგის ერთ-ერთ კლუბში ჩარიცხვა შესთავაზეს

AutoSharing Option
მახაჭყალის "ანჟისთან" გაყრის შემდეგ გია გრიგალავა რუსეთიდან წამოვიდა. საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი დღემდე უგუნდოდაა, იმის მიუხედავად, რომ თავისუფალი აგენტია და რამდენიმე მიწვევაც ჰქონდა.

ამერიკული მეიჯორ ლიგის (MLS) ბინადარ ნიუ იორკის "რედ ბულში" გადასვლა თავად არ ისურვა. ასევე უარი თქვა ყაზახეთში, კერძოდ, პავლოდარის "ირტიშში", პოლონურ "ლეგიაში", შვეიცარიულ "ბაზელსა" და ესპანურ "ბეტისში" თამაშზე. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის პირველი ლიგის ერთ-ერთი კლუბის შეთავაზებაც, რადგან იქ კარიერის გაგრძელება აღარ სურს.

ახლა
გრიგალავა საქართველოშია და ფორმის შესანარჩუნებლად, კახა კაჭარავას თანხმობით, "ცხინვალში" ვარჯიშობს. როგორც შევიტყვეთ, გრიგალავა "ცხინვალში" არ ითამაშებს.

ცხადია, იბადება კითხვა - უგუნდოდ დარჩენილი ფეხბურთელი, თან ნაკრების წევრი, ყველას უარით რატომ ისტუმრებს?

როგორც გვითხრეს, გრიგალავას გერმანული სამენეჯერო სააგენტოდან დაუკავშირდნენ და ზაფხულში ბუნდესლიგის ერთ-ერთ კლუბში ჩარიცხვა შესთავაზეს. როგორც ჩანს, ის სწორედ ამ პერსპექტივის გამო იკავებს თავს სხვა წინადადებების განხილვისგან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხალხნო ბეტისი რა ლიგას თამაშობს ისიც კი რ იცით და იძახით უარი თქვაო, ბეტისზე უკეთესი ლუბოი რუსული გუნდია
garshkov
14 აპრილი 2015 05:17
0
ბეტისის დონის გუნდში არც ერთი ქართველი არ თამაშობს დღეს დღეისობით და არამგონია მაგას ეგ გაემაზა
vigac
03 აპრილი 2015 13:42
0
ბეტისზე რო უარს იტყვი და ცხინვალსჰი ვარჯიშზე ხარ თანახმა მაგარი სისულელეა :D
ika
02 აპრილი 2015 17:47
0
ან იქნებ ავსტრიის ბუნდესლიგაზეა საუბარი )))
სოსო
02 აპრილი 2015 17:37
0
სისულელე მგონია.ბაზელზე და ბეტისზე რომ უარს იტყვი და ზაფხულს დაელოდები.
jumber
02 აპრილი 2015 14:27
0
კიდე არ დაიღალე ჯიმა ამ უტკებით? თუმცა რა გინდა ეშმაკობას ხმარობს ჟურნალისტი და არ აკონკრეტებს რომელი ბუნდესლიგა ახევს კალთებს გრიგალავას - პირველი, მეორე თუ მესამე?
კლიმენტი
02 აპრილი 2015 11:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული