ჯაბა ლიპარტია უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

AutoSharing Option
www.footboom.com-მა უკრაინის ჩემპიონატის მორიგი ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ლუგანსკის "ზორიას" ქართველი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია მოხვდა.

აი, რას წერს გამოცემა 27 წლის ქართველზე:

"პირველ ტაიმში ტექნიკურ ქართველს თამაში არ წაუვიდა, მცველები ყურადღებით იყვნენ და ხისტად ეთამაშებოდნენ, მაგრამ ჯაბამ თავისი სარგებლიანობა და მაღალი კლასი მეორე ტაიმში გამოავლინა. "ზორიას" გააქტიურება სწორედ ქართველისას დაემთხვა.

მან კინაღამ დასაჯა ფარცვანია ბურთის ცუდად გამოტანისთვის, თუმცა ლიპარტიამ ოდნავ ააცილა. შემდეგ კი მან უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ორივე გოლში".

აღსანიშნავია, რომ ლიპარტიამ მატჩში 6 გამჭოლი პასი გააკეთა, რომელთაგანაც 4-მა
მეტოქის კართან ხიფათი შექმნა (1 გოლით დასრულდა). ამ მაჩვენებლით ის ტურში ანდრეი იარმოლენკოს და მარლოსს ჩამორჩა.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრებში გამოსაძახებელია ეს კაცი უეჭველი, თან ცენტრალური ნხაევარმცველის პოზიციაზე გვიჭირს.
შაკო
17:47 07-04-2015
0

სიახლეები პოპულარული