"გენკი" თორნიკე ოქრიაშვილზე უნდა აიწყოს... ახლა ის გუნდში სანიმუშოა"

AutoSharing Option
საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა მატჩში "ჯვაროსნების" ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი დაშავდა. ბელგიური "გენკის" 23 წლის შემტევს ფეხი პირველივე ტაიმში ასტკივდა და გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე იძულებული გახდა, მეორე ნახევარში შეეცვალა.

ცხადია, არავის გაჰკვირვებია, ოქრიაშვილმა შაბათს, 4 აპრილს, "გენკის" შემადგენლობაში "ვარეგემის" წინააღმდეგ ბელგიის ჩემპიონატის შეხვედრა რომ გამოტოვა - ის განაცხადშიც არ ყოფილა.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ დაზიანება საშიში არ არის და ჩვენებურს ხანგრძლივი პაუზა არ ექნება. როგორც შევიტყვეთ, ის უკვე ვარჯიშობს და, სავარაუდოდ, შემდეგი ტურისთვის მზად იქნება.

სადავო არ
არის, რომ მას დიდი ტალანტი აქვს. "ოქრი" ის ფეხბურთელია, რომელიც ნაკრებს სჭირდება. გახსოვთ, იყო ცნობილი შემთხვევები, როცა სანაკრებო მატჩების შემდეგ ის გუნდში არ გამოცხადდა. ასე მოხდა მარიუპოლის "ილიჩევეცში" ყოფნის პერიოდში, რითიც გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი პავლოვი წყობიდან გამოიყვანა და შარშან, როცა ორი კვირის განმავლობაში "გენკის" ვარჯიშებზე არ გამოჩენილა და ახლა ბელგიელთა შოტლანდიელი დამრიგებელი ალექს მაკლიში აანერვიულა.

საბედნიეროდ, ოქრიაშვილი ბელგიურ კლუბს ამჯერად დროულად დაუბრუნდა და, როგორც შევიტყვეთ, ბოლო ინციდენტის შემდეგ რეჟიმს მკაცრად იცავს.

ეს "გაგრის" პრეზიდენტმა ბესო ჩიხრაძემ გვითხრა, რომელიც თორნიკეს კარგად იცნობს, ოქრიაშვილმა ხომ პირველი ნაბიჯები სწორედ მის გუნდში გადადგა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც მაშინ ათამაშეს.

Sportall.Ge"არავინ დავობს, რომ ოქრიაშვილს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ყველანაირი მონაცემი აქვს. დიდი ხანია, რაც მას ვიცნობ. ბევრი კარგიც მახსოვს და მის ნაკლსაც კარგად ვიცნობ. რომ იცოდეთ, უაღრესად წესიერი და ვაჟკაცური სულის ადამიანია.

მიმაჩნია, რომ მისი ყველა პრობლემა უფროსი ხალხის არასწორი მოქმედებებით არის გამოწვეული. რომ არ ყოფილიყო თემურ ქეცბაია, სოსო ჭედია, ოთარ გაბელია... ალბათ, მეც, შესაძლოა, ქართული ფეხბურთისთვის საერთოდ დაკარგულიყო.

ბევრჯერ აუცრუეს გული. მაგალითად, სკოლის ნაკრებში არ აჰყავდათ და დაბრკოლებებს დიდ ფეხბურთში შებიჯების შემდეგაც უქმნიდნენ", - ამბობს ჩიხრაძე.

"გაგრის" პრეზიდენტი ხსნის, თუ რით არის გამოწვეული ოქრიაშვილის პრობლემები:

"უპირველეს ყოვლისა, ეს პრობლემა მოტივაციას უკავშირდებოდა. ბოლომდე ვერ ჰქონდა გაცნობიერებული, ფეხბურთში რა როლი ეკისრებოდა.

მეორე ფაქტორიცაა: თანამედროვეობაში მოთამაშეს ბევრი ცდუნება ხვდება. მით უფრო, პატარა ბიჭს, რომელმაც 19-20 წლის ასაკში ბელორუსთან გოლის, საფრანგეთსა და ესპანეთთან თამაშების შემდეგ ბევრი ცნობილი სპეციალისტი აალაპარაკა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ქართველია და ჩვენი ახალგაზრდების ფონზე საკმაოდ სერიოზული გამომუშავებაც აქვს.

მაგრამ მეც ვიყავი ახალგაზრდა და იმდენი შეცდომა დამიშვია, ვერავის მოსამართლედ ვერ გამოვდგები.

ყველაფრის მიუხედავად, ახლა ის ფეხბურთით ცხოვრობს, ბოლო სამი თვეა, "გენკში" ერთ-ერთი სანიმუშო მოთამაშეა და ყველაფერს კარგად აკეთებს. ამიტომაც მგონია, რომ მისგან პროგრესს უნდა ველოდოთ".

რეალურად, აქვს თუ არა ოქრიაშვილს მიწვევები ბელგიაზე ძლიერი ლიგებიდან? ჩიხრაძე გულშემატკივრებისთვის აქტუალურ ამ საკითხზეც გველაპარაკა:

"სამწუხაროდ, "გენკი" ბელგიის საჩემპიონო პლეი ოფში ვერ მოხვდა და ამის გამო კლუბში დიდი ფულის ჩადება დროებით გადაიდო, მაგრამ არის ლაპარაკი, რომ ახალი წლიდან გუნდი თორნიკეზე უნდა აეწყოს.

მაგრამ არ დავმალავ, რომ "ოქრის" რამდენიმე გუნდი აკვირდება. "ვერდერზე" გავრცელებული ინფორმაცია ვიღაცების ვარაუდებზე იყო აგებული. სხვა ვარიანტებია, თუმცა, არც ისაა დასამალი, რომ ნაკრების შემდეგ გუნდში ჩაუსვლელობას ყურადღება მიაქციეს, რადგან ძლიერ კლუბებში ასეთ დეტალებს სპორტულ მხარეზე არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.

მაგრამ მიმაჩნია, რომ თორნიკე პერსპექტიული და ვარსკვლავური ნიჭის მქონე მოთამაშეა, ოღონდ, გახდება თუ არა ვარსკვლავი, ეს მასზეა დამოკიდებული".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
EMre ბესო ჩიხრაძეს შენი წონა მარტო ფეხბურთელები აღუზარდა საქართველოს. გაგრა ის ერთ-ერთი დეფიციტური გუნდია, რომელიც ნიჭიერ ბავშვებს არ კარგავდა და უნიჭოებს არ იღებდა პულის სანაცვლოდ და ეს ყველაფერი გუნდის პრეზიდენტის(ბესო ჩიხრაძე) წყალობით ხდებოდა. წარმატებები ბესოს და მისნაირ ქართულ ფეხბურთზე შეყვარებულ ადამიანებს.
Giorgi
03:20 10-04-2015
0
emre რა გაქვს მაგ ადამიანის საქინააღმდეგო> ბოღმა თუ არ გალაპარაკებს , მაგ კაცის ნახევარი გააკეთე საქართველოსთვის და მერე ილაყბე
dito
02:41 10-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული