გიორგი მერებაშვილი: საბერძნეთში სულ 6 გუნდი დაინტერესდა, მაგრამ არ ვჩქარობ

AutoSharing Option
საბერძნეთის სუპერლიგის ოფი-დან გიორგი ლორიასთან ერთად წამოსული გიორგი მერებაშვილის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.

ცნობილია, რომ 28 წლის ქართველ შემტევს საბერძნეთის სუპერლიგის ორი გუნდი იწვევს: მეცხრეადგილოსანი "კერკირა" და მე-6 პოზიციაზე მყოფი "ატრომიტოსი", რომლის შემადგენლობაშიც აკაკი ხუბუტია ასპარეზობს.

"დასამალი არაა, რომ "კერკირა" და "ატრომიტოსი" მიწვევენ. საბერძნეთში სულ 6 გუნდი დაინტერესდა და მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია.

საბოლოო პასუხს არც ერთს არ ვეუბნები, რადგან ჯერ სატრანსფერო "ფანჯარა" არც გახსნილა და სიჩქარე არ მსურს. დავფიქრდები და იმედია, საუკეთესო ვარიანტს ავარჩევ.

ასე რომ, არა მგონია, კონტრაქტი
მაისის ბოლომდე გავაფორმო", - ამბობს მერებაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული