"ანორთოსისი" ქართველ ფეხბურთელებს ერთწლიან კონტრაქტებს სთავაზობს
AutoSharing Option
shootandgoal.com-ის ინფორმაციით, ფამაგუსტას "ანორთოსისის" ხელმძღვანელობა ძალიან კმაყოფილია ქართველი ლეგიონერების, გიორგი აბურჯანიასა და ირაკლი მაისურაძის გარჯით და მათთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს.
წყაროს ინფორმაციით, ქართველებს ახალ, 1-წლიან კონტრაქტებს სთავაზობენ.
"ანორთოსისი" 44 ქულით მე-5 ადგილზეა კვიპროსის ჩემპიონატში, გიორგი აბურჯანიამ 25 თამაშში 2 გოლი გაიტანა, ირაკლი მაისურაძემ 22 თამაშში მიიღო მონაწილეობა.