ლეგიონი: ირაკლი სირბილაძის მეოთხედფინალი, გიორგი მაკარიძის ქულა

AutoSharing Option
ირაკლი სირბილაძე ფინეთის თასის მეოთხედფინალშია. 32 წლის ქართველი ფორვარდის "კუპსმა" მერვედფინალურ მატჩში შინ 2:1 მოუგო "ლაჰტის".

თამაში დაძაბული გამოდგა, სირბილაძის ერთ-ერთი თანაგუნდელიც გააძევეს მოედნიდან, თუმცა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და გაჭირვების მიუხედავად, მაინც გაიმარჯვა. ჩვენებურმა მინდორზე 90 წუთი გაატარა.

* * *
პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში "ფეირენშე" ლისაბონის "სპორტინგის" მეორე გუნდს დაუზავდა - 2:2. "ფეირენშეს" კარს პირველ ტაიმში გიორგი მაკარიძე იცავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოცვალეს მაკარიძე პირველივე ტაიმში 2-0-ს რო აგებდე ფეირენშე უკვე. სავარაუდოდ ესეთი ,,კარგი" თამაშის გამო. ცოტა უფრო ნორმალურად დაწერეთ
madridman
10:12 16-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული