"ფახთაქორის" მწვრთნელი: კახა მახარაძის მდგომარეობა საგანგაშო არ არის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ტაშკენტის "ფახთაქორის" საყრდენ ნახევარმცველს, კახა მახარაძეს მსუბუქი ტრავმა აწუხებს. ამის თაობაზე ტაშკენტელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სამველ ბაბაიანმა განაცხადა.

მახარაძემ ამ მიზეზით გამოტოვა "ყიზილყუმთან" უზბეკეთის ჩემპიონატის მატჩი, რომელიც მისმა გუნდმა 2:0 მოიგო.

"მახარაძე დაშავებულია, თუმცა მისი მდგომარეობა საგანგაშო არ არის და ის მინდორს მალე დაუბრუნდება", - განაცხადა ბაბაიანმა.

ამ ფორმაციის "ფახთაქორის" წარმოდგენა ქართველი კაპიტნის გარეშე შეუძლებელია. ის გუნდის უდავო ლიდერია. სწორედ "ფახთაქორში" კარგი თამაშის შემდეგ დაუბრუნდა ის საქართველოს უპირველეს გუნდს. მახარაძე ტაშკენტურ კლუბში 2011 წლიდან თამაშობს.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული