შოთა არველაძე მადრიდშია, სადაც "რეალის" ვარჯიშებს ესწრება, აქვს კონსულტაციები ძირითადი გუნდის სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებთან, კლუბის პირველ პირებთან...
მოკლედ, "ქასიმფაშას" ყოფილი თავკაცისთვის ეს ერთობ სასარგებლო ვიზიტია.
შოთას ესპანურ მივლინებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ელჩმა ამ ქვეყანაში ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ვინც ფეხბურთის დიდი ქომაგია და ერთი ხანობა თბილისის "დინამოს" გენერალური დირექტორიც გახლდათ.
"რეალის" შემდეგ შოთამ, შესაძლოა, სტაჟირება "დორტმუნდსა" და "პორტუშიც" გაიაროს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"