არველაძისა და "აიაქსის" სამართლებრივ დავაზე ვერდიქტი მალე გამოცხადდება

AutoSharing Option
შოთა არველაძისა და ამსტერდამის "აიაქსის" სამართლებრივი დავა მალე დასრულდება, - ამის შესახებ ამსტერდამის მორიგ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა. საბოლოო ვერდიქტი 22 მაისს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება არველაძის ტრანსფერს ჰოლანდიურ კლუბში 1997 წელს. ჰოლანდიის საგადასახადო სამსახური "აიაქსს" ედავებოდა, რომ ტრანსფერის თანხის ნაწილი, როგორც ფეხბურთელის ხელფასი, უნდა დაბეგრილიყო.

ფეხბურთელი და კლუბი ვერ მორიგდნენ და ერთი პერიოდი "აიაქსმა" ანგარიშიც კი გაუყინა ქართველს. ზუსტად იმავე სახის დავა აქვს "აიაქსთან" მიქაელ ლაუდრუპსაც.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ჰოლანდიურ გრანდში 1997-2001 წლებში თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სულ ფულის კეტებაზე როგორ ფიქრობენ
rezi
14:24 18-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული