hereisthecity.com: ვაკო ყაზაიშვილი - ის შეიძლება "სიტის" ახალი ქინქლაძე გახდეს!

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" გულშემატკივართა საიტი hereisthecity.com აქვეყნებს ჯეკ ბერესფორდის სტატიას, სათაურით: "არის თუ არა ეს ბიჭი ახალი გიო ქინქლაძე, რომელსაც "სიტის" ფანები დიდხანს ელიან".

* * *
"ვაკო ყაზაიშვილმა ბოლოს თავი გამოიჩინა ეროვნულ ნაკრებში და არნემის "ვიტესის" რიგებში კარგი თამაშით, რის შემდეგაც მას უკვე ადარებენ "ცისფერთა" საკულტო გმირს.

"მანჩესტერ სიტის" ფანებს დიდად გასახარი წლები არ ჰქონდათ 1995-98 წლებში. ამ პერიოდში გუნდმა პრემიერლიგაც კი დატოვა, მაგრამ მაშინ ფანებს ერთი დიდი პოზიტივი ახარებდათ - "სიტიში" ქართველი გიორგი ქინქლაძე თამაშობდა.

თბილისის "დინამოდან" აყვანილმა აღმოსავლეთევროპელმა პლეიმეიქერმა
"მეინ როუდზე" მალევე დაიმკვიდრა ადგილი ფანების გულებში. მისი ვირტუოზული თამაში და გოლები ანათებდა "სიტის" ისტორიის იმ საკმაოდ ბნელ პერიოდს.

ბევრს ახსოვს 1995/96 წლების სეზონში "ასტონ ვილას" კარში მის მიერ გატანილი ბურთი, მისი სოლო-გოლი "საუთჰემპტონის" კარში. ამ გოლმა თვის საუკეთესო გოლის პრიზი მიიღო. მან 106 მატჩში "სიტის" მაისურით 20 გოლი გაიტანა, სანამ ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდოდა.

"მანჩესტერ სიტის" ფანებს ხშირად უთქვამთ, რომ მათ გუნდში ქინქლაძის დარ ფეხბურთელს აღარ უთამაშია, მაგრამ შესაძლოა, ისინი დაფიქრდნენ და საქმეში ნახონ 22 წლის ვაკო ყაზაიშვილი.

ნახევარმცველი "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს. მისი ყველა ყაიდის გოლები სწორედაც მეტყველებს, რომ მისი ქინქლაძესთან შედარება შესაძლებელია.

ამ სეზონში მან 33-ჯერ მოირგო "ვიტესის" მაისურა და 9 გოლი გაიტანა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

ახალგაზრდისთვის მართლაც რომ კარგი სეზონია. ეს კიდევ ერთხელ ეროვნული ნაკრების მატჩში დამტკიცდა, როცა მალტელთა კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

ყაზაიშვილი ცნობილია კარგი დრიბლინგით, შორეული დარტყმებით. ახლახან მან "დორდრეხტის" კარი ორჯერ დალაშქრა 3:0 დასრულებულ შეხვედრაში.

ქართველი ფეხბურთელი კარგი მეპასეცაა და მისი შედარება შეიძლება დაუმუშავებელ ალმასთან. მართალია, "მანჩესტერ სიტიში" ყაზაიშვილის გადასვლა ჯერ არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, თუ ახლო მომავალში მის სახელს ერთ-ერთ დიდ ევროპულ გუნდში გაიგებთ".
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყაზაიშვილი ძაან კარგი ბიჭია, ყოველ შემთხვევაში ამ სეზონში მაგრად მოუმატა. მაგრამ მისი შედარება "ნიჭის გამნიავებელ" ქინქლაძესთან ამ ეტაპზე უადგილოა. თუმცა არაა გამორიცხული ვაკომ გიოზე უკეთესი კარიერა გაიკეთოს. წარმატებები ყაზაიშვილს!
georgiano
08 მაისი 2015 04:50
0
"მისი შედარება შეიძლება დაუმუშავებელ ალმასთან."
ალმა ვინ არის? ან სად თამაშობს?:)
giorgi
30 აპრილი 2015 01:35
0
ქინკლაძის დარი ტალანტი რომელი მე უცხოელს რომ ქონოდა მსოფლიოს დონის ვარცკვლავად იქნებიდა აღიარებული, რა ნიჭი გაანიავა გიომ, ამას მარტო ქართველი თუ მოახერხებდა. :((( კალაძეს შრომისუნარიანობა და მიზანდასახულობა რომ გიოს ქონოდა ნაკრებიც მსოფლიოზე გავიდოდა და თავადაც ტიტულების კორეანტელი ექნებოდა მოპოვებული.
AIA
24 აპრილი 2015 17:02
0
რა მნიშვნელობა აქ სად თამაშობს ფეხბურთელი თუ მაგარია ის ყველგან მაგარი იქნება კიევის დინამოშიც და რეალშიც აგერ ბლოხინი თუარ თამაშობდა ბავარიაში რა მაგარი არიყო მიტო არ ახოხა ბეკენბაუერი და კამპანია.რაც შეეხება გოლებს პლეიმეიკერი და ბომბარდირი იშვიათად მინახია.ისე ყაზიშვილს ბევრი უკლია ქინქლაძემდე
qutaiseli
24 აპრილი 2015 12:24
0
მიუხედავად იმისა,რომ ქინქლაძე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდი ტალანტი იყო,არ გამოვრიცხავ ვაკომ თავისი ნიჭით,საქმისადმი სწორი მიდგომით და შრომის მოყვარეობით გაცილებით უკეთესი კარიერა გაიკეთოს
შიო ბასრელი
23 აპრილი 2015 16:55
0
"Bacho
21 აპრილი 2015 21:06
მესის დონის ფეხბურტელს 1: 109 მატჩში 20 გოლი არა გაცილებით მეტი გააქვს და 2: ჩემპიონსჰიპსჰი არ გამოდის"

ჩუ ბიჭო რა, ვიზიარებ მწუხარებას რომ მაგ შენმა მესიმ ბარსელონას და დი მარიას გარეშე მესიმ მსოფლიო ვერ მოიგო. მესი სად იყო მარადონამ ქინქლაძეს თითი რომ დაადო ეს არისო ჩემი გამგრძელებელი )
Zviad
23 აპრილი 2015 05:16
0
იუნატედს ეწყინება ამის გადასვლა სიტიში
omo
22 აპრილი 2015 04:49
0
მესის დონის ფეხბურტელს 1: 109 მატჩში 20 გოლი არა გაცილებით მეტი გააქვს და 2: ჩემპიონსჰიპსჰი არ გამოდის
Bacho
21 აპრილი 2015 21:06
0
დზალიან კარგი
givi
21 აპრილი 2015 19:48
0
გიოს და ვაკოს შედარება არ გამოვა გიო იკო ქართული ფეხბურთის სახე.კველა თამასში საგოლე მომენტს ქმნიდა. მისი შედარება შეიზლება მხოლოდ მესის დონის ფეხბურთელებთან. ვაკო ჯერ მხოლოდ კარგი ფეხბურთელია
dato
21 აპრილი 2015 19:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული