ლეგიონი: უჩა ლობჟანიძემ კვიპროსის თასის ფინალს ვერ უწია

AutoSharing Option
კვიპროსის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში "ომონიამ" აპოელ-ს უმასპინძლა. მატჩი ფრედ დასრულდა - 0:0.

პირველი მატჩი აპოელ-ს შინ 3:0 ჰქონდა მოგებული და, შესაბამისად, ფინალშიც ის გავიდა.

რაც შეეხება უჩა ლობჟანიძეს, ჩვენებური "ომონიას" სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულადაც ითამაშა.

* * *
აზიის ჩემპიონთა ლიგაში კი ტაშკენტის "ფახთაქორი" გასვლაზე დაუზავდა ირანულ "ნაფტს" - 1:1.

უზბეკთა შორის არ უთამაშია საქართველოს ნაკრების საყრდენ კახა მახარაძეს, რომელსაც ტრავმა აწუხებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული