პირველი მატჩი აპოელ-ს შინ 3:0 ჰქონდა მოგებული და, შესაბამისად, ფინალშიც ის გავიდა.
რაც შეეხება უჩა ლობჟანიძეს, ჩვენებური "ომონიას" სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულადაც ითამაშა.
* * *
აზიის ჩემპიონთა ლიგაში კი ტაშკენტის "ფახთაქორი" გასვლაზე დაუზავდა ირანულ "ნაფტს" - 1:1. უზბეკთა შორის არ უთამაშია საქართველოს ნაკრების საყრდენ კახა მახარაძეს, რომელსაც ტრავმა აწუხებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"