გურამ კაშია: "ვიტესიდან" წასვლას ყოველთვის მოვასწრებ

AutoSharing Option
Omroep Gelderland-თან საუბარში არნემის "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რას აპირებს მომავალში, როცა "ვიტესთან" ხელშეკრულება დაუსრულდება:

"ჩემი კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდეა. ფეხბურთში არასოდეს იცი, რა შეიძლება მოხდეს მომავალში, თუმცა არსად მეჩქარება წასვლა.

"ვიტესში" ყველასთან კარგად ვარ, ხელმძღვანელობიდან დაწყებული, რიგით თანამშრომლამდე. მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის დარჩა გუნდში.

ამის იქით, შემოთავაზებები არ მაკლია და მომავალი სეზონის ბოლოს მე თავისუფალი აგენტი ვხდები. ეს ჩემთვის საინტერესოა".

გუნდის კაპიტანს ეიმედება, რომ მესამე ადგილს გუნდი
მაინც შეწვდება. 24 აპრილს "ვიტესი" "დენ ჰააგს" სტუმრობს.

"ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მესამე ადგილს დავიკავებთ, მაგრამ გუნდი ყოველ მატჩზე მოსაგებად გადის და შორეულ მიზნებს არ ისახავს.

"დენ ჰააგთან" 90 წუთი კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ თამაშზე. მესამე ადგილის ბედი ჩვენს ხელში არაა, მაგრამ ბოლო თვეებში ისე ვთამაშობთ, რომ მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

ბოლო დროს აქ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, რაც ბოლო 13-თამაშიან სერიაში გამოჩნდა", - განაცხადა კაშიამ.

ჰოლანდიური მედიის ცნობით, დღეს გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, რომელმაც წინა ტურში დუბლი შეასრულა და თითქმის ყველა გამოცემის ვერსიით, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, "ვიტესის" სასტარტოში იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული