გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ჰააგაში დამარცხდნენ

AutoSharing Option
24 აპრილს ჰოლანდიის ერედივიზიეს XXXII ტურის ერთი შეხვედრით გაიხსნა. გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესი" სტუმრად "დენ ჰააგს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ქართველმა ფეხბურთელებმა ჰააგაში მატჩი არნემული გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს. კაშიამ სრულად ითამაშა, ყაზაიშვილი კი 63-ე წუთზე შეცვალეს.

მასპინძლებმა გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე გაიტანეს - თავი მიხილ კრამერმა გამოიჩინა.

არნემის "ვიტესი" ერედივიზიეს სატურნირო ცხრილში 54 ქულით მეოთხე ადგილზეა. მისი გადასწრების შანსი "ალკმაარს" აქვს, რომელსაც ქულით და თამაშით ნაკლები აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული