ლეგიონის უქმეები: მათეგოლი, მხსნელი უჩა და ჯაბა, სუპერგოლი აშშ-ში [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ქართველმა ფეხბურთელებმა 10 გოლი გაიტანეს, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ქართულ გოლებს საოცარი გეოგრაფია აქვს...

მინესოტადან დაარტყა...
გაგიკვირდებათ და, ლეგიონის მიმოხილვას შორეული მინესოტადან ვიწყებთ, სადაც 9 ათასი გულშემატკივრის თვალწინ ჩრდილოეთ ამერიკის სოკერ ლიგაში (NAშL) "მინესოტა იუნაიტედი" "სან ანტონიოს" დაუზავდა - 2:2.

სწორედ აქ ჩაიდინა მცირე სასწაული 28 წლის მცველმა ზურაბ ცისკარიძემ - მან საჯარიმო 55 მეტრის სიშორიდან, ანუ საკუთარი ნახევრიდან გაიტანა და ანგარიში გახსნა. ჰო, ცისკარიძე "სან ანტონიო სკორპიონსის" ფეხბურთელია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოში დაბადებულ და პოლონეთსა და აშშ-ში გაზრდილ ცისკარიძეს
ამერიკულ, ბრაზილიურ, ფრანგულ, რუსულ, შვედურ, ტაილანდურ და კანადურ კლუბებში უთამაშია. აი, საქართველოში კი ბურთი არასოდეს გაუგორებია.

პირველად კარიერაში
ქართველთა გუნდებიდან კვიპროსში ყველაზე უკეთ 28 წლის უჩა ლობჟანიძის "ომონია" ასპარეზობს - მას 50 ქულით მესამე ადგილი უკავია. "ომონია" ამ ადგილს დაკარგავდა, შაბათს 83-ე წუთზე აეკ-ის კარში გოლი უჩას თავურით რომ არ გაეტანა - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვათა შორის, ეს მისი პირველი გოლია კარიერაში საკლუბო ჩემპიონატებში. აქამდე მან "ომონიას" მაისურით ორჯერ გაიტანა, ორივეჯერ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე.

აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძეს ალბანეთის ნაკრების კარში აქვს გატანილი, მაგრამ ის თამაში ფიფამ, რეგლამენტის დარღვევისთვის, ოფიციალური სიიდან ამოიღო.

მხსნელი ჯაბა
ლუგანსკის "ზორიამ" ამ სეზონში ლტოლვილი კლუბის სტატუსი მიიღო, რადგან უკრაინის ამ ქალაქს რუსი სეპარატისტები აკონტროლებენ. ამის მიუხედავად, "ზორია" მეოთხე ადგილზეა და ევროპალიგის საგზურის მოპოვების შესანიშნავი შანსი აქვს.

უჟგოროდში "ჰოვერლას" წინააღმდეგ ჯაბა ლიპარტია 70-ე წუთზე გამოჩნდა "ზორიას" რიგებში და ქართველმა ბოლო წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი - 2:1. ეს 27 წლის ლიპარტიას მესამე გოლია ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ქართული გოლების ფოიერვერკი ჩრდილოეთ ევროპაში
ფინეთის თასის მეოთხედფინალში კუპს-მა 4:0 გაანადგურა "კესკი-უუსიმაა". ამ შეხვედრაში ირაკლი სირბილაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მეტსაც შეძლებდა, მწვრთნელს უკვე 65-ე წუთზე რომ არ შეეცვალა. მისი გუნდი ფინეთის თასის ნახევარფინალში გავიდა.

სირბილაძეს ცოტათი ჩამორჩა მათე ვაწაძე, რომელმაც "ორჰუსის" საგარეო მატჩში "ველიესთან" (3:1) დუბლი შეასრულა. მან 37-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო 77-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

26 წლის ფორვარდი დივიზიონს 17 გოლით ლიდერობს, მისი "ორჰუსი" მეორეა და სუპერლიგაში გადადის.

ოქრიაშვილის დაბრუნება
სხვა ქართველი ლეგიონერების თამაშებიდან აღვნიშნავთ თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნებას. თორნიკემ ტრავმა საქართველო-გერმანიის მატჩში მიიღო და მას თითქმის ერთი თვე გაუცდა.

ჰოლანდიაში გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესს" 12-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰააგაში შეუწყვიტეს.

ლუკასის დუბლი
მაშინ, როცა "ბაიერნი" ბუნდესლიგის ჩემპიონობას ერთადერთი კონკურენტის წაფორხილებით ინაღდებდა, ამ კლუბის აღზრდილი 21 წლის ლუკას ჰუფნაგელი III ბუნდესლიგაში ყოჩაღობდა.

მისმა "უნტერჰახინგმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "შტუტგარტის" მეორე გუნდი. ლუკასმა აქამდე სეზონში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ახლა ერთბაშად დუბლს შესწვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყენიას აუტი და ანანიძეს კუთხური არ მოუწოდებიათ, რომ დაგეწერათ და გაგეხარებიათ ახლობლები.
0
ჭანტურია,ანანიძე და ყენიაზე აღარ ვბრაზდები,იუმორით ვუყურებ უკვე მაგათ საცოდაობას და მეცინება
lasha
13:17 27-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული