ამერიკაში სუპერგოლის გამტანმა ქართველმა 6 ენა იცის, მაგრამ ქართული არა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩრდილოეთ ამერიკის სოკერ ლიგაში (NASL) უჩვეულო სუპერგოლი გავიდა, რომლის ავტორიც 28 წლის ქართველი ზურაბ ცისკარიძეა. "სან ანტონიო სკორპიონსის" მცველმა დაახლოებით 55-60 მეტრიდან შეასრულა ჯარიმა და ბურთი "მინესოტას" კარში გაიტანა.

ვინ არის ზურაბ ცისკარიძე? მასზე, რა თქმა უნდა, Sportall.ge-ს მკითხველებს გარკვეული წარმოდგენა უკვე შექმნილი აქვთ, თუმცა საინტერესო იქნება mysanantonio.com-ის სტატია ქართველ მცველზე, რომელიც სხვა კუთხით დაგვანახვებს ქართველ ლეგიონერს.

"მან ქუჩის ბატალიები გამოიარა პოლონეთში, ცხოვრების თანამგზავრი იპოვა შვედეთში და შემწვარი კობრა დააგემოვნა ტაილანდში.

"საუკეთესო რჩევა, რაც შემიძლია მივცე ადამიანებს, ეს არის მოგზაურობა.
თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, იმოგზაურონ დაუსრულებლად. ეს თვალებს აგიხელთ და სულიერად და მენტალურად აგამაღლებთ. ეს თქვენ გაიძულებთ, დააფასოთ სიცოცხლე მეტად და გაუფრთხილდეთ მეტად იმას, რაც უკვე გაქვთ", - აცხადებს ქართველი ფეხბურთელი.

მართალია, NASL-ში ბევრი "მოხეტიალე" ფეხბურთელია, მაგრამ იშვიათად ნახავთ ისეთს, რომელმაც ამდენი და ასე განსხვავებული ქვეყანა შემოიარა თავის პროფესიულ კარიერაში, როგორც ცისკარიძემ.

2004 წლის მერე ცისკარიძემ 4 კონტინენტის 7 ქვეყანა მოიარა: ითამაშა კანადაში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, რუსეთში, შვედეთში, ტაილანდსა და აშშ-ში.

თბილისში საბჭოეთის დაშლამდე დაიბადა, ვარშავაში გაიზარდა და საუბრობს 6 ენაზე: ინგლისურად, ფრანგულად, პოლონურად, პორტუგალიურად, რუსულად და ესპანურად".
ცისკარიძის კარიერა რუკაზე
Sportall.Ge

როგორც სტატიიდან ირკვევა, ცისკარიძემ არ იცის მშობლიური ენა, თუმცა ის კვლავ საქართველოს მოქალაქეა.

* * *
ცისკარიძის გოლმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა. იტალიური Corriere della Sera  ამ გოლს "სხვა პირლოს გოლს" უწოდებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
გვერდით მშვენიერი გოგონა კი ყავს!:}
Tega
09:38 15-05-2015
0
ქართველს ქართული ეცოდინებოდა,თუ არ ასწავლეს 7 ენა უსწავლია და ესწავლა მშობლიურიც, მაგრამ არ უნდა, არ არის ეს კაცი ქართველი და რა გინდათ?
berita
19:42 13-05-2015
0

სიახლეები პოპულარული