ვინ არის ზურაბ ცისკარიძე? მასზე, რა თქმა უნდა, Sportall.ge-ს მკითხველებს გარკვეული წარმოდგენა უკვე შექმნილი აქვთ, თუმცა საინტერესო იქნება mysanantonio.com-ის სტატია ქართველ მცველზე, რომელიც სხვა კუთხით დაგვანახვებს ქართველ ლეგიონერს.
"მან ქუჩის ბატალიები გამოიარა პოლონეთში, ცხოვრების თანამგზავრი იპოვა შვედეთში და შემწვარი კობრა დააგემოვნა ტაილანდში.
"საუკეთესო რჩევა, რაც შემიძლია მივცე ადამიანებს, ეს არის მოგზაურობა.
მართალია, NASL-ში ბევრი "მოხეტიალე" ფეხბურთელია, მაგრამ იშვიათად ნახავთ ისეთს, რომელმაც ამდენი და ასე განსხვავებული ქვეყანა შემოიარა თავის პროფესიულ კარიერაში, როგორც ცისკარიძემ.
2004 წლის მერე ცისკარიძემ 4 კონტინენტის 7 ქვეყანა მოიარა: ითამაშა კანადაში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, რუსეთში, შვედეთში, ტაილანდსა და აშშ-ში.
თბილისში საბჭოეთის დაშლამდე დაიბადა, ვარშავაში გაიზარდა და საუბრობს 6 ენაზე: ინგლისურად, ფრანგულად, პოლონურად, პორტუგალიურად, რუსულად და ესპანურად".
ცისკარიძის კარიერა რუკაზე
როგორც სტატიიდან ირკვევა, ცისკარიძემ არ იცის მშობლიური ენა, თუმცა ის კვლავ საქართველოს მოქალაქეა.
* * *
ცისკარიძის გოლმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა. იტალიური Corriere della Sera ამ გოლს "სხვა პირლოს გოლს" უწოდებს.