შოთა გრიგალაშვილი მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა

AutoSharing Option
კვიპროსული "ნეა სალამინას" ქართველი ლეგიონერი შოთა გრიგალაშვილი მიმდინარე სეზონში მინდორზე ვეღარ გავა.

ამის თაობაზე კვიპროსული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება. მიზეზი - ფეხის ტრავმაა.

28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, ვინც "ნეა სალამინაში" ნიქოზიის "ომონიიდან" მივიდა, "ეთნიკოსთან" შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული