ქართველთა "იაგელონიას" გარანტირებული აქვს საჩემპიონო 8-ეულში თამაში, გუნდი 46 ქულით მესამე ადგილზეა და ხოჟუვის "რუხს" მასპინძლობს.
ამ შეხვედრაში ნიკა ძალამიძის თამაში გამორიცხულია, რადგან მას ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია და ჯერ სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.
მართალია, გიორგი ფოფხაძემ მოიხადა დისკვალიფიკაცია, მაგრამ მის არყოფნაში მისმა კონკურენტმა ფლანგზე ძალიან კარგად ითამაშა და პოლონური მედიის აზრით, ფოფხაძემ ახლა მას უნდა აჯობოს.